რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

08 აპრილი 2023, 14:50 490 ნახვა

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე  გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან  მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.

სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით. მსუბუქ ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს.

მეწყრულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი.

პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში