ისტორიული კადრები თურქეთიდან, რომელიც მალე წყალქვეშ მოექცევა - იუსეფელი, ძველი ქართული დასახლება მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის გამო ადგილს იცვლის.
იუსუფელი ტაოს საქალაქო ცენტრი იყო და ადგილმდებარეობა სხვადასხვა მიზეზის გამო არაერთხელ შეიცვალა. მოსახლეობა იქვე მახლობლად, იმავე სახელწოდების ქალაქში გაასახლეს.
დატბორვის ზონაში იუსუფელთან ერთად კიდევ რამდენიმე სოფელია და იქ არსებული ქართული ისტორიული ძეგლები. მათ შორის, ახალთას ტაძარი და კოწახურის, ჭალას ღვთისმშობლის სახელობის საყდარი. მალე ეს ძეგლები წლის ქვეშ აღმოჩნდება.
დაფარვის ზონაში მოექცა კავკასიძეების ციხე, რომელიც ოთხთას სამონასტრო კომპლექსს ეკუთვნოდა, თუმცა ის, როგორც ამბობენ წყლით არ დაიფარება.