ადიდებულმა მდინარემ სამ სოფელთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა წაიღო

08 აპრილი 2023, 12:00 1652 ნახვა

ჩაქვში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხალას, ჩაისუბნისა და გორგაძეებთან დამაკავშირებელი სპეციალურად მოწყობილი დროებითი გზა წაიღო.

ადგილობრივების ინფორმაციით, აქ ცენტრალურ ხიდზე ოთხი დღის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტმა დაიწყო, ცენტრალური ხიდის დემონტაჟი მოხდა, რის გამოც სოფლებთან დამაკავშირებელი დროებითი გასასვლელი გზა მოეწყო, თუმცა ახლა ეს გზა აღარ არსებობს.

მოსახლეობა ცენტრალური ხიდის მონტაჟის პარალელურად დროებით ხიდის მონტაჟს ითხოვს.

ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქობულეთის საკრებულოს წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ოჯახებს შეუძლიათ სოფლებთან დამაკავშირებელი სხვა ალტერნატიული გზით ისარგებლონ.

რაც შეეხება დროებითი ხიდის საკითხს, მისი მონტაჟის დაწყება ამინდზეა დამოკიდებული. ახალი ხიდის მშენებლობისთვის 300 ათასი ლარი დაიხარჯება და სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი