ენგურის ხიდის დაკეტვა, თბილისში 9 აპრილს დაგეგმილ მოსალოდნელ საპროტესტო აქციებს უკავშირდება, ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა განაცხადა.
რუსტამ ლატიპოვის თქმით, მდინარე ენგურის გასწვრივ გადაადგილების დროებითი შეზღუდვები, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის დაწესდა.
ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა ხიდი ცალმხრივად გუშინ ჩაკეტა.