პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა ტიპის წესებს შემოიღებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის აქტიური დამცველია.