სარაკეტო იერიშები იესრაელსა და ღაზას სექტორს შორის

07 აპრილი 2023, 10:24 672 ნახვა

ისრაელმა ლიბანსა და ღაზის სექტორში ავიაიერიშები მიიტანა. ეს მას შემდეგ, რაც ლიბანიდან და ღაზას სექტორიდან განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შურისძიების შესახებ გამოაცხადა და თქვა, რომ მტრები აგრესიისთვის საფასურს გადაიხდიან.

პალესტინის შეიარაღებულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით ათობით გასროლა განახორციელა, 6 რაკეტა ისრაელის ტერიტორიაზე დაეცა და შენობები დააზიანა.

საპასუხოდ მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიბომბა დაჯგუფება „ჰამასის“ ობიექტები ღაზის სექტორსა და ლიბანის სამხრეთში.

ისრაელის არმიის ცნობით, სამიზნეები განადგურებულია, მათ შორის ის ობიექტები, სადაც „ჰამასი“ იარაღს აწარმოებს. 

არმიის სარდლობაში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმასთან კავშირი ჰქონდა „ისლამურ ჯიჰადსაც“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი