ისრაელის სპეცრაზმა იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთში პალესტინელი მლოცველები მეორედ დაარბია. თვითმხილველების თქმით, 350-ზე მეტი ადამიანის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ კომპლექსში პოლიცია ისევ შეიჭრა და მლოცველების წინააღმდეგ ხელკეტები, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის განცხადებით, დაშავებულია 20-მდე ადამიანი. ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ ათეულობით ახალგაზრდამ მეჩეთში ქვები და ცეცხლსასროლი იარაღი შეიტანა და ბარიკადები ააგო.
პოლიციის განცხადებით, დაშავებულია ორი ოფიცერი. ალ-აქსას მეჩეთში მლოცველების დარბევა დაგმეს იორდანიაში, პალესტინასა და თურქეთში. ასობით ადამიანმა სოლიდარობა გამოუცხადა პალესტინელებს და დაგმო ისრაელის ქმედება.
მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტიც.