დაპირისპირება ალ-აქსას მეჩეთში

05 აპრილი 2023, 10:19 582 ნახვა

იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთის  მრევლის თქმით,  ისრაელის პოლიცია გასული ღამით მომხდარის არეულობის საპასუხოდ თავს დაესხა ათობით მლოცველს და ფიზიკურად გაუსწორდა მათ. „პოლიციამ ცრემლსადენი გაზი  და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.“, - განუცხადა როიტერს თვითმხილველმა.  მომხდარმა ინციდენტმა პროტესტი გამოიწვია ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე. 

ებრაელი სამხედროების განცხადებით, ღაზის სექტორიდან  ისრაელის მიმართულებით  ცხრა რაკეტა გაისროლეს, რომელთაგან ოთხი ისრაელის თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო დანარჩენები დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

დაპირისპირება ალ-აქსას მეჩეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინელმა სამხედრო დაჯგუფებებმა მოუწოდეს მუსლიმებს, არ ჩაატარებინონ რელიგიური რიტუალი ებრაელ მლოცველებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში