უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

05 აპრილი 2023, 10:26 494 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს-ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.

გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ბახმუტთან განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. დიდია დანაკარგი ორივე მხარეს, მნიშვნელოვანია ნგრევის მასშტაბიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 7 ადამიანი. შეტევა  განხორციელდა ჩერნიგოვის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაზე, დაშავდა 1 მოქალაქე.

გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინაში 15 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ, რომელსაც ჩერნიგოვის ოლქში, იაგოდნოეს სკოლის სარდაფში 368 ადამიანი თითქმის ერთი თვე ჰყავდა დაკავებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი