ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქედაში

04 აპრილი 2023, 19:55 762 ნახვა

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ახოში. ძერვენახის უბანში დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები ტარდება, კეთდება გზის დამცავი გაბიონი, რის შედეგადაც გზის აღდგენა უნდა მოხდეს. სოფლის ამ უბანში გზა გასული წლის შემოდგომაზე მეწყერმა დააზიანა, რის გამოც გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახალი უსაფრთხო გზთ უბანში მცხოვრები ხუთი ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტი ჯამში 1 291 760 ლარს დახარჯავს. წლის ბოლომდე რეაბილიტაცია  17 ობიექტზე განხორციელდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში