რიკოთის ავტობანი ავტომობილებისთვის კვლავ ჩაკეტილია, საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის იქნება შესაძლებელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე მოძრაობის განახლება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დღეს მედიას უთხრა, რომ რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის აუცილებლობა მეწყრული პროცესების განვითარებით იყო განპირობებული და ახლა ამ მონაკვეთზე ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები ატარებენ კვლევებს.