აჭარაში შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია

02 აპრილი 2023, 12:00 520 ნახვა

აჭარაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით, ახალი სერვისის დანერგვა იგეგმება.საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია.

ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის ჯანდაცვის  სამინისტროში.

პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროსა და  იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი