ვეძებ შვილს! მე ვითხოვ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარ თავზე! მე მომპარეს შვილი! - ამ წარწერებით პარლამენტთან შვილდაკარგული მშობლების აქცია იმართება. დედები კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სრულწლოვან მოქალაქეებს სახელმწიფომ უნდა მისცეს უფლება, საკუთარ ბიოლოგიურ მონაცემებზე წვდომა შეუფერხებლად ჰქონდეთ.