საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას სპეციალური ანგარიში წარუდგინა, რომელშიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციებია თავმოყრილი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.