ულტიმატუმი კიევი-პეჩორის ლავრის მონაზონებს

29 მარტი 2023, 19:46 625 ნახვა

მარტის ბოლო მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სამონასტრო კომპლექსის კიევ-პეჩერის ლავრის ისტორიაში შესაძლოა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს. უკრაინის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ 29 მარტიდან  უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ლავრის უვადო იჯარის შესახებ ხელშეკრულებას წყვეტს. ოფიციალურ მიზეზად  სახელმწიფო ქონების გამოყენების  შეთანხმების პირობების დარღვევა და უკანონო მშენებლობები სახელდება.  ოფიციალური კიევი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე ადანაშაულებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების შენარჩუნებაში, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი