ე.წ. ოცნების ქალაქში ოჯახი დახმარებას ითხოვს

29 მარტი 2023, 18:09 740 ნახვა

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე 30-მდე თვითნებურად შესახლებული ოჯახი ცხოვრობს.მათი განცხადებით, გუშინდელმა ქარმა ავარიულ შენობას სახურავი გადახადა, შენობაში ჩადის წვიმა და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია.მძიმე მდგომარეობაშია მიქელაძეების ოჯახიც, რომელიც შენობის ბოლო სართულზე, სხვენში ცხოვრობს.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ვითარებას უკვე გაეცნო მინისტრის მოადგილე და მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი