ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია 

29 მარტი 2023, 15:06 850 ნახვა

ძლიერმა ქარმა ჩაქვსა და ქობულეთში სკოლებს სახურავების ნაწილი გადახადა, რის გამოც  დაბა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესი ხვალამდე შეაჩერა.

სასწავლო დაწესებულებას ეზოში მდებარე ევკალიპტის ხეები დაეცა, დაზიანდა ფასადიც. მოგლეჯილი ხეების გამო ჩახერგილია სკოლის ეზოც, გაწმენდითი სამუშაოები ხვალამდე უნდა დასრულდეს.

სახურავის ნაწილი გადახადა ქარმა ქობულეთის მეხუთე სკოლასაც. 

აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მოსწავლეები დროებით ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი