დასაქმების ხელშეწყობა ციფრული უნარების განვითარების გზით" - პროგრამის პრეზენტაცია ბათუმის ტექნოპარკში გაიმართა.
პროგრამა ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმების მიზნით სამთვიან უფასო სასწავლო კურსს მოიცავს, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.
ბათუმში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა აჭარის დასაქმების სააგენტოს ინიციატივით შედგა. პროგრამაში ჩართულმა მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს სპეციალობის დაუფლების დადებით შედეგებზე, განმარტეს, რომ სპეციალისტებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდია, საქმის შესწავლის შემთხვევაში კი დასაქმების შანსები მაღალი.