აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

27 მარტი 2023, 14:33 800 ნახვა

აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა ქობულეთში. თარიღთან დაკავშირებით ციხისძირში მემორიალურ დაფასთან ღონისძება გაიმართა.

შეკრებილებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბრძოლაში დაღუპულებს. ქობულეთის მუზეუმში კონფერენციაც გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, სამომავლოდ  ციხისძირში,  აბაშიძის ქუჩაზე, იქ სადაც ისტორიულად  ბრძოლა იყო,  მემორიალი მოეწყობა და სკვერი გაკეთდება. განთავსდება საინფორმაციო დაფაც.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი