1 საათში ბათუმში ევროპის მოედანზე საზეიმო ცერემოანილი იწყება. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თასმა ბათუმის ქუჩები უკვე მოიარა და 20 საათისთვის ევროპის მოედანზე განთავსებულ სცენაზე ტურნირის ელჩი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი მიიტანს.
გაიმართება კონცერტი, სადაც მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ. აღნიშნული ღონისძიება სწორედ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის თასის შემოსვლას უკავშირდება მასპინძელ ქალაქში.
ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი როგორც მიხვდით ბათუმშია, ასევე ქუთაისი და თბილისი.ევროპის ახალგაზრდული შეჯიბრება ორ ქვეყანაში საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით.
იმ შემთხვევაში თუ დღეს ევროპის მოედანზე დაგეგმილ კონცერტს ვერ დაესწრებით, შეგიძლიათ ღონისძიებას თვალი ადევნოთ ჩვენი არხის პირდაპირი ეთერის საშუალებით.