ბათუმში წიგნისა და განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა დაიხურა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ერთ სივრცეში წარმოდგენილ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საგამომცემლო კომპანიებს, მაღაზიებს, ქართული კულტურისა და ასევე უცხო ენების ცენტრებს.
მომხმარებლები გამოფენა-გაყიდვაზე ფასდაკლებებითაც სარგებლობდნენ, მიიღეს ინფორმაციას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ.