ბათუმში წიგნისა და განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა დღეს დაიხურება. დამთვალიერებელს 16 საათამდე შესაძლებლობა აქვს გაეცნონ ერთ სივრცეში წარმოდგენილ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საგამომცემლო კომპანიებს, მაღაზიებს, ქართული კულტურისა და ასევე უცხო ენების ცენტრებს.
მომხმარებლები გამოფენა-გაყიდვაზე ფასდაკლებებითაც ისარგებლებენ და მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ.