პენსილვანიაში შოკოლადის ქარხანა აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი, 9 კი დაკარგულად ითვლება. ქარხანა, რომელშიც 850 ადამიანია დასაქმებული გვიან ღამით აფეთქდა.
დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.