სახალხო დამცველის ანგარიში

09 თებერვალი 2017, 00:00 1601 ნახვა

 სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ანალიზს და რეკომენდაციებს წარადგენს.ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის, ეკონომიკური საქმიანობის, დე-ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ასახულ ცვლილებებსა და ხარვეზებზეა საუბარი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უფლებების დაცვას. უჩა ნანუაშვილი აქცენტს აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის საჭირო საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობებისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღების წესის გამარტივებაზე იმისთვის, რომ მათ შეძლოთ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.

ამავე კატეგორიაში