ბათუმი წიგნისა და განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც ოფიციალურად ხვალ გაიხსნება და სამ დღეს გაგრძელდება. მასში საგანმანათლებლო დაწესებულებები, საგამომცემლო კომპანიები, მაღაზიები, ქართული კულტურისა და ასევე უცხო ენების ცენტრები მონაწილეობენ. გამოფენა -გაყიდვაზე მომხმარებლებს მონაწილეები წიგნებზე ფასდაკლებებსაც შესთავაზებენ.
გაიმართება ასევე კონფერენცია, შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რომელშიც მწერლები მიიღებენ მონაწილეობას. გამოფენის მიზანი წიგნის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეების გაცნობაა.
ამის გარდა, მსურველებს ინფორმაციას მიაწვდიან სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასებული სასწავლო პროგრამების შესახებ. წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა ექსპო ბათუმის ორგანიზებით ტარდება.