პროტესტი პარიზში

22 მარტი 2023, 14:20 702 ნახვა

პარიზში საკამათო საპენსიო რეფორმის კანონპროექტის გამო ზედიზედ მეექვსე დღეა  საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. პარიზის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებმა დაწვეს ნაგვის ურნები.

ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო ბრიგადები გამოიძახეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.   

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს მიუბრუნდეს რეფორმების კურსს უახლოეს კვირებში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი