უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 114 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

22 მარტი 2023, 10:13 644 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 114 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში დამპყრობლებმა განახორციელეს 10 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა, ასევე 90 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. არ ამბობს უარს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად ოკუპაციის განზრახვებზე. მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის, მარინსკის და შახტიორსკის მიმართულებით.

გასულ დღეს თავდაცვის ძალების ნაწილებმა აღმოსავლეთ ფრონტზე მოწინააღმდეგის 114 თავდასხმა"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

ღამით კიევსა და კიდევ 12 ოლქში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა დაბომბეს ოდესის ოლქი, დაიჭრა 3 მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა საჰაერო თავდასხმა "სუ-35"-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებიდან განახორციელეს. აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი