დღეს მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, არ არის სპეკულაცია. ამ პირობებში, როგორც მთავრობის მეთაურის, მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გადარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის თაობაზე.
"ამის თაობაზე გუნდის წევრებმა გააკეთეს განმარტება და განცხადებები. მინდა, გითხრათ მთავარი – დღეს მსოფლიო, მთელო სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია. დღითიდღე ჩვენ ვუყურებთ მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.