საფრანგეთის პარლამენტში დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ორი შუამდგომლობა მას შემდეგ შეიტანეს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთავრობამ საპენსიო სისტემის საკამათო ცვლილებები კონსტიტუციის 49-ე მუხლის გამოყენების გზით, პარლამენტის გვერდის ავლით მიიღო.
დასავლური მედია წერს, რომ უნდობლობის შუამდგომლობების დაკმაყოფილება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, ამისთვის, საჭიროა ყველა ოპოზიციური პარტიის უპრეცედენტო გაერთიანებას.
საფრანგეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. მთავრობის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია.