პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა. კრემლის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტი ქალაქში ვერტმფრენით ჩაფრინდა, შემდეგ კი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
პუტინმა სანაპირო ზოლი და თეატრის შენობა დაათვალიერა. ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელ სახლშიც ესტუმრა.
ომის დანაშაულებში ბრალდებული პრეზიდენტი მარიუპოლში, ანექსირებული ყირიმის მონახულების შემდეგ ჩავიდა.