„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ფინალში

19 მარტი 2023, 14:50 531 ნახვა

დღეს „ბორჯღალოსნები“ ესპანეთში რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და მოგების შემთხვევაში, საიუბილეო, მეასე გამარჯვებას მოიპოვებენ. ქართველმა მორაგბეებმა კაპიტნის ვარჯიში უკვე გამართეს. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, გუნდი ფინალისთვის მზადაა.

შეგახსენებთ, რომ ამჯერად შეჯიბრებაში ექვსის ნაცვლად რვა ნაკრები მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იყო და გერმანიას, ნიდერლანდებსა და ესპანეთს დამაჯერებლად სძლია. ნახევარფინალში ბორჯღალოსნებმა რუმინეთი დაამარცხეს, პორტუგალიამ კი ესპანეთს მოუგო.

ფინალი სწორედ ესპანეთის ქალაქ ბადახოსშია დანიშნული და დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე პირველი მატჩი 2000 წლის 6 თებერვალს ლისაბონში ჩაატარა და პორტუგალიას 32:30 სძლია. მას შემდეგ ბორჯღალოსნებმა ტურნირზე 117 მატჩი გამართეს და 99 მოიგეს, 5 ფრე ითამაშეს და 13-ჯერ დამარცხდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი