ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ნომინალური ხელფასი 21,2 პროცენტით არის გაზრდილი და საშუალო ხელფასი ამ დროისთვის 2000 ლარამდეა.
ამავე, ინფორმაციით შედარებით მაღალი ანაზღაურება ფიქსირდება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო - სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური სფეროები.