აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ 21 მარტს დააპატიმრებენ და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდებს.
ტრამპმა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. ინფორმაცია დაკავების შესახებ მანჰეტენის საოლქო პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაციით დასტურდება და ტრამპი აცხადებს, რომ ეს სხვა პროკურორების მიერ სრულიად გაუქმებულ ბრალდებებს უნდა უკავშირდებოდეს.
ამერიკული მედიის ცნობით, შესაძლოა საუბარი იყოს პორნოვარსკვლავ სტორმის დენიელსის საქმეზე, რომელსაც ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა 2016 წელს დუმილის სანაცვლოდ 130 ათასი დოლარი გადაუხადა.
პროკურატურის ცნობით ხარჯები საარჩევნო ფონდიდან ანაზღაურდა, რაც კანონდარღვევაა. ყოფილ ადვოკატს ამ საქმეზე 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ახლა სწორედ ის გამოდის ტრამპის წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ მაშინ სწორედ ტრამპმა გასცა ბრძანება.