ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებსა და ტექნიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობის სადგურები განთავსდება. საბოლოოდ კი დაიგეგმება წამლობები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდებით.
სპეციალისტების მიერ უკვე შემოწმდა წამლობისთვის საჭირო განახლებული ავტოპარკი.