პუტინი ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა

18 მარტი 2023, 20:04 607 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ყირიმის ანექსიიდან 9 წლის თავზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავიდა. ვლადიმერ პუტინმა სევასტოპოლის გუბერნატორთან ერთად ახალი საბავშვო ცენტრი და ხელოვნების სკოლა მოინახულა.

გარდა ამისა, ომის დანაშაულში ბრალდებულმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონში ცვლილებებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ე.წ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე პირების დისკრედიტაციისა და მათ შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ცვლილებები ეხება ასევე ე.წ ფეიკ ინფორმაციის გავრცელებასაც, რისთვისაც პირს სასჯელის სახით  15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გარდა ამისა  კანონი ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას რუსეთიდან უკანონო ექსპორტისთვის ან უცხო პირისთვის სამხედრო ტექნოლოგიის გადაცემისთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი