საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე სულ მცირე 217 დემონსტრანტი დააკავეს.
პარიზში მოსახლეობა, პრეზიდენტის კანონპროექტს აპროტესტებს, რომელიც საპენსი ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ფრანგული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.