შოიგუმ მაღალი სიზუსტის იარაღის წარმოების გაორმაგების ბრძანება გასცა

15 მარტი 2023, 14:03 498 ნახვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის ერთ-ერთ წამყვან  სამხედრო საწარმოს  მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოების გაორმაგება უბრძანა. ამის შესახებ  საინფორმაციო სააგენტო ტასი  წერს.

მოსკოვში სამხედრო  ქარხანაში ვიზიტის დროს  შოიგუმ განაცხადა, რომ წარმოების გაზრდა, რა თქმა უნდა,  შეამცირებს შრომით ხარჯებს და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ახალი, დამატებითი პროდუქცია. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განკარგულება ტაქტიკური რაკეტების კორპორაციაში ვიზიტის დროს გამოსცა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი