ბრაზილიის პრეზიდენტი ომის გამო უარს ამბობს უკრაინასა და  რუსეთში ვიზიტებზე

15 მარტი 2023, 14:14 515 ნახვა

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უარს ამბობს უკრაინასა და რუსეთში ვიზიტებზე, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ემხრობა. 

ბრაზილიის მემარცხენე ლიდერი უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებულ კონფლიქტს წარმოუდგენელს უწოდებს. ”21-ე საუკუნეში არ შეიძლება, რომ  ჩვენ ომი  წვრილმანების გამო გვქონდეს” - განაცხადა მან ბრაზილიის დედაქალაქში  ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობის დროს.  ბრაზილიის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მიმდინარე თვის  დასაწყისში  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგი კიევში მიიწვია.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ, ზელენსკი ცდილობს მოიპოვოს უფრო მეტი  საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მეთაურების ვიზიტებით. 

კიევს უკვე სტუმრობდა  აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი