გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

14 მარტი 2023, 10:16 493 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის სუმისა და დონეცკის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები.

საოკუპაციო ძალების მთავარი ძალისხმევა ისევ ბახმუტზე კონტროლის მოსაპოვებლადაა მიმართული.

„მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინსკასა და შახტიორსკის მიმართულებებით. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა ამ მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 10 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების საკონცენტრაციო წერტილებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი