ხანძარი ბათუმში. საითაძეების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი დილის საათებში გაუჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავი და საოჯახო ინვენტარი.
ოჯახი ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობას ასახელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.