საქართველოში განვითარებული მოვლენები გარედან იმართება - ლავროვი

10 მარტი 2023, 18:08 758 ნახვა

კანონპროექტის ჩაგდებას აფასებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანას ევროპისკენ შემობრუნებას ულოცავენ, რუსეთი კი ისევ თავს გვესხმის და ამ დღეებში ქვეყანაში  განვითარებულ მოვლენებში ამერიკას ადანაშაულებს. სერგეი ლავროვის თქმით, ე.წ.  აგენტების კანონპროქეტი მხოლოდ საბაბი იყო მთავრობის ძალისმიერი შეცვლის დასაწყებად და ის ძალიან ჰგავს კიევის „მაიდანს“. აღნიშნავს, რომ „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტი უფრო ლოიალურია, ვიდრე ამერიკაში მოქმედი. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანიც. დიმიტრი პესკოვის თქმით, არსებობს პროვოკაციების რისკი და ვიღაცის ხილული ხელი ცდილობს საქართველოში არსებულ ვითარებას ანტირუსული ელემენტები შემატოს. როგორ ხედავენ  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ - საკითხს მთავარ გამოშვებაში მიმოვიხილავთ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი