მმართველი პარტია ვერავის ვერც გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს - კობახიძე აქციაზე დაკავებულ პირებზე

09 მარტი 2023, 17:39 570 ნახვა

როგორც მოგეხსენებათ, მმართველი პარტია ვერავის ვერც დაიჭერს და ვერც გაათავისუფლებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"რაც შეეხება უწყებებს, ეს მათი საქმეა და ისინი მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად. რაც იქნება გათვალისწინებული კანონით, გაკეთდება ზუსტად ისე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ გედევან ფოფხაძის და აკია ბარბაქაძის ჩანაწერზეც გააკეთა კომენტარი, სადაც ისინი პარლამენტის შენობის პიკეტირებაზე საუბრობდნენ. 

"ჩანაწერში კიდევ ერთხელ გამჟღავნდა რა იყო გეგმა და რა იყო მიზანი, ასევე რა იგეგმებოდა ბაკურიანის შეხვედრაზე და ამის განხორციელების გარკვეული მცდელობა იყო გუშინ და გუშინწინ, რა თქმა უნდა, ამას ისინი ვერასდროს განახორციელებენ. მათ აქვთ გარკვეული რესურსი, რომ რისკის ქვეშ დააყენონ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. 

მათი ბუნება ეს არის, არაფერს მოერიდებიან - ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. მათ გაწირეს ახალგაზრდები იმ ძალადობრივი ქმედებებისთვის, რაც საზოგადოებისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ ვიმეორებ, ეს მათთვის არის ბუნებრივი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი