გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 95 -ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებით შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე.
„გუშინ, ჩვენმა მეომრებმა 5 მიმართულებებით მტრის 95-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს,“- აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 27 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. პარალელურად, უკრაინულმა ავიაციამ, რუსული ძალების თავშეყრის ადგილებზე 12 შეტევა განახორციელა.