ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევშია

04 მარტი 2023, 11:06 581 ნახვა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია რობერტა მეცოლამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ უკრაინელების ადგილი ევროკავშირშია.

პოსტი უკრაინელებს მამაც ადამიანებად ახასიათებს, რომლებმაც მსოფლიო შთააგონეს. რობერტა მეცოლას თქმით, უკრაინის მებრძოლები არიან გმირები, რომლებიც უარს ამბობენ დანებებაზე.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტარი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკსაც ხვდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი