ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ბიზნეს ტრენინგი უტარდებათ.
სამი დღის განმავლობაში მათ გააცნობენ საქართველოს საგადასახადო სისტემას, ასწავლიან ბიზნესის დაგეგმვას, ბიუჯეტირებას და დაეხმარებიან კიდეც მის წამოწყებაში.
ქეა კავკასია, რომელიც საზოგადოება და ბანკებთან ერთად ამ ტრენინგის ორგანიზატორია, კონკურსს გამოაცხადებს და შერჩეულ პროექტებს დააფინანსებს.
რაც უკრაინელ ლტოლვილებს ადგილზე დასაქმებისა და საკუთარი შემოსავლის გაჩენის საშუალებას მისცემს.
პროექტი სახელწოდებით „ყველაფერი იქნება უკრაინა: უკრაინელი ლტოლვილების მდგრადი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა საქართველოში“ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.