”FBI-ის შეფასებით, პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია”, - განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ Fox News-თან საუბარში. მისი თქმით, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს გლობალური პანდემიის წყაროს დადგენა.
ჩინეთი ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტს უარყოფს და ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.