შრომის ინსპექციის სამსახურმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა. პრეზენტაციაზე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ 2022 წელს დასაქმებულთა უფლებების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებაზე.
მიღწევებს შორის დაასახელა ვაკანსიის გამოცხადების სახელმძღვანელოს შექმნა დამსაქმებლებისთვის, რათა წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დისკრიმინაციის შემთხვევები.