ბელარუსის ანტისამთავრობო მოძრაობამ დრონით სადაზვერვო თვითმფრინავი გაანადგურა

28 თებერვალი 2023, 10:21 370 ნახვა

ბოლო სატელიტურ სურათებზე  ბელარუსის აეროდრომი რამდენიმე დღით ადრეა დაფიქსირებული, სანამ ანტისამთავრობო აქტივისტები განაცხადებდნენ, რომ დრონის მეშვეობით თანამედროვე  რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი ააფეთქეს. ამ ფაქტს  არც რუსეთი და არც ბელარუსი არ ადასტურებენ.  

ბერიევ-ა-50 ტიპის თვითმფრინავი არის ადრეული გამაფრთხილებელი საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და შეუძლია თვალყური ადევნოს 60-მდე სამიზნეს ერთდროულად. "ეს იყო დრონები.

ოპერაციის მონაწილეები არიან ბელარუსები", - განაცხადა ალექსანდრ აზაროვმა, ბელარუსის ანტისამთავრობო ორგანიზაციის ბაიპოლის ლიდერმა. მას არ წარმოუდგენია ამ ფაქტის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში