უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

28 თებერვალი 2023, 10:24 533 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის  თავდაცვის ძალებმა 5 მიმართულებით მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაცია თავის ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და შახტიორსკის მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა ამ მიმართულებით 60-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს"- განმარტავენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მტერმა 8 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელა. განხორციელდა 85 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის ოლქის ტიმონოვიჩისა და ბერილოვკას დასახლებებს; სტარიკოვო, ბრუსკი, ბუვალინო, კრუჟოკი, მანუხოვკა, ატინსკოე, პოროზოკი სუმის რეგიონში და კრასნაია ზარია, ვეტერინარია, სტრელეჩია, გატიშჩე, ვოლჩანსკი და ვოლჩანსკის ფერმები ხარკოვის რეგიონში"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

პარალელურად, უკრაინულმა ავიაციამ 4 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის უბნებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი