რუსეთის პრეზიდენტის მორიგი თავდასხმა ნატო-ზე. ვლადიმერ პუტინმა რუსულ სამთავრობო მედიასთან დასავლეთის ბირთვული შესაძლებლობების უგულებელყოფის დაუშვებლობაზე ისაუბრა.
კრემლის ლიდერის თქმით, დასავლეთს რუსეთის ლიკვიდაცია სურს. „მათ ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია“, - აღნიშნა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა.